1 კვირის და 4 დღის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მონაწილეების სრული სია ცნობილია

2025 წლის ზაფხულში ფეხბურთის გულშემატკივრებს საკმაოდ საინტერესო საკლუბო ტურნირი ელით. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 15 ივნისს დაიწყება, ხოლო ფინალი 13 ივლისს გაიმართება.

ტურნირის მონაწილე გუნდების სრული სია უკვე ცნობილია. გასარკვევია მხოლოდ ის, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას გათამაშებაში ლიბერტადორესის თასის მფლობელის როლით. შესაბამისად, ტურნირს ან „ბოტაფოგო“ შეემატება, ან „ატლეტიკო მინეირო“.

ასე გამოიყურება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების საბოლოო სია, რეგიონების მიხედვით:

აზია

ალ-ჰილალი (საუდის არაბეთი)
ურავა რედ დაიმონდსი (იაპონია)
ალ-აინი (არაბეთის გაერთიანებული საამიროები)
უსლანი (სამხრეთ კორეა)

აფრიკა

ალ აჰლი (ეგვიპტე)
ვიდადი (მაროკო)
ესპერსანსი (ტუნისი)
მამელოდი სუნდონსი (სამხრეთ აფრიკა)

ჩრდილოეთ ამერიკა

მონტერეი (მექსიკა)
სიეტლი (აშშ)
ლეონი (მექსიკა)
პაჩუკა (მექსიკა)

სამხრეთ ამერიკა

პალმეირასი (ბრაზილია)
ფლამენგო (ბრაზილია)
ფლუმინენსე (ბრაზილია)
რივერ პლეიტი (არგენტინა)
ბოკა ხუნიორსი (არგენტინა)
ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული - 2024 (ატლეტიკო მინეირო ან ბოტაფოგო)

ოკეანეთი

ოკლენდ სიტი (ახალი ზელანდია)

ევროპა

ჩელსი (ინგლისი)
რეალი (ესპანეთი)
მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
ბაიერნი (გერმანია)
პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი)
ინტერი (იტალია)
პორტუ (პორტუგალია)
ბენფიკა (პორტუგალია)
დორტმუნდი (გერმანია)
იუვენტუსი (იტალია)
ატლეტიკო (ესპანეთი)
ზალცბურგი (ავსტრია)

მასპინძელი

ინტერ მაიამი (აშშ)

გუნდები ტურნირის 8 ჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფების დასაკომპლექტებლად 5 დეკემბერს წილისყრა გაიმართება.

Facebook კომენტარები