"ალ-ნასრის" ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ მედიასთან ძალიან საინტერესო რამ განაცხადა.
პორტუგალიელი შემტევის თქმით, ევროპაში დაბრუნება უკვე გამორიცხულია და მისთვის ეს კარი საბოლოოდ ჩაიკეტა.
"ევროპაში დაბრუნება? არა, ეს კარი ჩემთვის სრულად ჩაიკეტა. უკვე 38 წლის ვარ. გადაწვეტილი მაქვს, რომ აქ დავრჩე.
"ჩემი აზრით, ევროპულმა ფეხბურთმა დონე დაკარგა. პრემიერ ლიგა ერთადერთი ძლიერი ჩემპიონატია, რომელიც ყველას უსწრებს", - ამბობს რონალდუ.