როგორც მოგეხსენებათ, ალექს პერეირას გენიალური წელი ჰქონდა. “პოატანმა” ზედიზედ სამჯერ დაიცვა ქამარი.
გამორჩეული წელი ჰქონდა ილია “ელ მატადორ” თოფურისაც, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით ალექსანდერ ვოლკანოვსკისა და მაქს ჰოლოუეის სძლია.
ცნობილმა MMA-ის ექსპერტმა, დანიელ კორმიემ წლის საუკეთესო მებრძოლი დაასახელა:
“წლის საუკეთესო მებრძოლი? ამაზე დისკუსია დასრულებულია. გამოვიდა და ისტორიაში 2 საუკეთესო ქვემსუბუქ წონოსანი დაანოკაუტა. ეს იგივეა ვინმე მოსულიყო და მე და ჯონ ჯონსი ერთ წელში დავენოკაუტებინეთ”. - განაცხადა დანიელ კორმიემ.
ცნობისთვის, ილია დიდი ალბათობით ქამარს სანტიაგო ბერნაბეუზე დაიცავს.