საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების დაწყებას 11 ნოემბერს, საგურამოში გეგმავს. თუმცა, ვილი სანიოლოს გუნდს შეკრებამდე უკვე გამოაკლდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. 20 წლის მცველი იტალიური ლიგის ბოლო მატჩში, „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში დაშავდა. ფედერაციასა და ექიმებს შორის გამართული კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ იგი ნოემბერში ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა გოგლიჩიძეს ნაცვლად შეკრებაზე „დინამო თბილისის“ ცენტრალური მცველი სანდრო კალანდაძე გამოიძახა. 23 წლის ფეხბურთელს აქამდე ნაკრების მაისურით სულ 2 მატჩი აქვს ჩატარებული.
ნაკრების განახლებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი), საბა კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ლევან შენგელია (ოფი კრეტა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი).
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი).