როგორც მოგეხსენებათ, ვილი სანიოლმა ნოემბარის სანაკრებო პაუზისთვის საქართველოს ნაკრბიეს 23-კაციანი განაცხადი გაასაჯაროვა.
სერია ა-ს გასულ ტურში "ემპოლისა" და "ლეჩეს" მატჩში ამ სიის წევრმა, საბა გოგლიჩიძემ დაზიანება მიიღო.
როგორც ირკვევა, საბა მომავალ სანაკრებო პაუზაზე საქართველოს დახმარებას სწორედ ამ ტრავმის გამო ვერ შეძლებს.
უახლესი ინფორმაციით, კი სანიოლმა გოგლიჩიძის მაგივრად ნაკრებში სანდრო კალანდაძეს უხმო.
აქვე შეგახსენებთ, რომ ვილის თქმით, საბა მინიმუმ ერთ თამაშს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებდა.