საქართველოს ნაკრების თავკაცმა, ვილი სანიოლმა ნომებრის სანაკრეო მატჩებისთვის "ჯვაროსნების" 23-კაციანი განაცხადი დაასახელა.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პირველი მატჩი სახლში, კერძოდ ბათუმში, უკრაინის წინააღმდეგ ელის, ხოლო მეორე შეხვედრას კი სტუმრად ჩეხეთთან გამართავს.
ოქტომებრში განცდილი 2 მარცხის შემდეგ მომდევნო შეხვედრებში ჩვენი გუნდი აუცილებლად შეეცდება 6 ქულის მოპოვებას, რაც ავტომატურად ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ პირველ შეხვედრას ლაშა დვალი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
გთავაზობთ საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას უკრაინის წინააღმდეგ:
ტაქტიკა: 5-3-2;
მეკარე: მამარდაშვილი;
მცველები: კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი;
ნახევარმცველები: ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე;
შემტევები: მიქაუტაძე, კვარაცხელია.