1 კვირის და 6 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

მოულოდნელი ამბავი - ვინ შეიძლება გახდეს ვახტანგ სალიას მწვრთნელი

როგორც მოგეხსენებათ, 17 წლის ქართველი ფეხბურთელი, ვახტანგ სალია დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარიერას “ნიუკასლ იუნაიტედში” გააგრძელებს.

ვახო ბრიტანულ გუნდს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება.

საგულისხმოა, რომ სალიას პირველი მწვრთნელი, შესაძლოა მადრიდის "რეალის" ყოფილი თავკაცი ჟოზე მოურინიო იყოს.

“კაჭკაჭები” ედი ჰაუს გათავისფლებას და პორტუგალიელი თავკაცის გუნდში მოყვანას გეგმავენ.

თავისმხრივ მოურინიო “ფენერბახჩეში” არსებული ვითარებით უკმაყოფილოა და პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურს.

ცნობისთვის, სალიამ გასულ სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

Facebook კომენტარები