ნოემბრის თვის სანაკრებო მატჩების წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან ისაუბრა.
"ზოგჯერ ტაქტიკები განსხვავებულია. მაგალითად ალბანეთთან, სადაც ქოჩორაშვილი დისკვალიფიცირებული იყო. ფეხბურთელებმა უნდა იცდონენ, როგორ ითამაშებენ. არ იქნება ნაყოფიერი ხშირი ტაქტიკური ცვლილებების გაკეთება.
"რა თქმა უნდა ვაცნობიერებთ, რომ არაერთი ვეტერანი გვყვავს დაცვაში. წარსულში არაერთი მცველი გამოვცადეთ. ხვადაგიანი, კალანდაძე. რთულია გადაწყვეტილება, რადგან ეს ყველაფერი მოთამაშის განვითარებაზეა დამოკიდებული.
"ჩვენ გვყავს გოგლიჩიძე, რომელმაც შანსი გამოიყენა და მას ამ ორ მატჩშიც მიეცემა შანსი. ამ წუთას, შესაძლოა, ბევრი კანდიდატი არ ჩანს ცენტრალურ დაცვის ხაზში, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს ვინმე ახალი და გამოიყენოს თავისი შანსი.
"ლიონის და სენტ-ეტნიენის მატჩი? რა თქმა უნდა, საინტერესო და ისტორია დაპირისპირებაა, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ჩვენი ორი 2 წარმომადგენელი თამაშობს. ჩემი სიმპათიები სენტ-ეტიენისკენაა, თუმცა ორივეს ვუსურვებ წარმატებას. ბოლო პერიოდში ზუკამ ძალიან მოუმატა და ეს მარტო გოლებში არ გამოიხატება. ოქტომბრის მერე მან ძალიან მოუმატა.
"მიქაუტაძემაც გუშინ ითამაშა და ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის დამატებითი წუთების მოპოვება, ვინაიდან თავდაჯერებელი მიქაუტაძე ჩვენი ერთ-ერთი ლიდერია.
"კვეკვესკირი და მექვაბიშვილი? ეს ორივე ფეხბურთელი ყოველთვის ჩემი გუნდის ნაწილი იყო, უბრალოდ წინა შემთხვევაში ორივე ტრავმირებული იყო. კვეკვესკირს სხვა პრობლემებიც ჰქონდა, რადგან ის უგონდოდ იყო. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ნიკა ჩვენი ნაწილი ყოფილიყო და მას მნიშვნელოვანი როლი აქვს არა მხოლოდ მოედანზე, არამდედ გასახდელშიც.
"ალბანეთთან შემტევი შემადგენლობა? კი გეთანხმებით ალბანეთთან თამაშის შემდეგ აღვნიშნე, რომ სკამზე შემტევი რესურების ნაკლებობა გვქონდა. რაღაც მომენტში თამაშისას ტაქტიკური გადაწყვეტილება მივიღე. არაერთხელ ვუყურე ამ თამაშს და სულ მცირე 1 ქულას ვიმსახურებდი
"მოგეხსენებათ გუნდმა ბოლო წლებში სწრაფი განვთირაებასა და წინსვლას მიაღწია. ამ ტემპის შენარჩუნება ყოველთვის ძალიან რთული იქნებოდა. ადრე თუ გვიან მოვიდოდა პერიოდი, როცა ჩვენთვის ნაკლებად წარმატებული პერიოდი იქნებოდა.
"უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი ამ დონის გუნდების გვერდითაა და ვეცდებით ეს დავამტკიცოთ და ამ ორ თამაშში გამოვავლინოთ.
"რამდენად რეალურია პირველი ადგილის დაკავება ჯგუფში? როგორც ვთქვი, ის რთული ჯგუფია და ვფიქრობ ეს ყოველთვის დამოკიდებულია სიტუაციაზე.
"ზოგადად არაერთხელ ვთქვი, რომ რთული ჯგუფია ყველა, რა თქმა უნდა, საკუთარი გულის პრესპრექტივიდან უყურებს. ქართველებისთვის გუნდის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია.
"ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის დავალება ის არის, რომ სტაბილურობას მივაღწიოთ. რა თქმა უნდა ოქტომბერთან შედარებით მნიშვნელოვანი იქნება მენტალიტეტის შენარჩუნება. მოედანზე მთავარი არა ინდივიდი, არამედ გუნდია.
"ზოგადად ვფიქრობ, გუნდშ განწყობა კარგია როგორც უკვე ვთქვი, ბოლო ერთი წლის მანძილზე პროგრესი სწრაფია და ბევრი რამ შეიცვალა. ფეხბურთელებს ამის გადახარშვა და გაცნობიერება სჭირდება. ჩემი დავალებაა, რომ მათ ავუსხნა, არომ უწყვტი შრომის გარეშე განვითარება შეუძლებელია.
"ხვიჩა კვარაცხელია ამის კარგი მაგალითია. შესანიშნავი სეზონის მერე მას გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა. მან გააცნობიერა, რომ წარსული ყოველთვის წარსულია.
"გულიაშვილი პირველად გამოვიძახე, რათა მენახა მისი შესაძლებლობები. ბოსნიის ჩემპიონატი მაღალი დონის შეჯიბრი არაა, მაგრამ გულიაშვილში დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მიაღწევს.
"ჩემი აზრით, უკრაინის შეტევას იმ მატჩში ბევრი შანსი არ შეუქმნია. ჩვენი მხრიდან აგრესიის ნაკლებობა იყო. სწორედ ამ აგრესიის ხარჯზე მივაღწიეთ მარტში წარმატებას და ამ აგრესიის დაბრუნება იქნება ჩვენი მიზანი მომავალ მატჩებში.
"რა თქმა უნდა, ყველა ჩემ მოთამაშეს ვუსურვებდი, რომ წამყვან გუნდებში ითამაშოს. ეს კარგი იქნებოდა ქართული ფეხბურთისთვის, თუმცა რეალობა განსხვავებულია. ერთადერთი რაც შემიძლია ვურჩიო, რომ განაგრძონ მუშაობა და შრომა და ვფიქრობ, ისინი შეძლებენ უკეთესი გუნდების მოძებნას", - განაცხადა სანიოლმა.