ქართველი ლეგიონერი ოქტომბრის თვეში საკმაოდ ეფექტური თამაშით გამოირჩა. გადამწყვეტ მომენტებში მნიშვნელოვანი როლის შეტანასთან ერთად, მან ორი გოლიც მიითვალა საკუთარ ანგარიშზე. შესაბამისად, 23 წლის შემტევი თვის საუკეთესო ხუთ ფეხბურთელს შორის მოხვდა.
ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ისეთ ფეხბურთელებს გაუწევს კონკურენციას, როგორიცაა იასინ ადლი (ფიორენტინა), ფრანცისკო კონსეისაუ (იუვენტუსი), მატეო რეტეგი (ატალანტა), ნუნო ტავარეში (ლაციო) და მარკუს ტურამი (ინტერი).
ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენი ხმის მიცემის პროცესი უკვე დაიწყო. კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა სერია ა-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.