მერაბ დვალიშვილმა 33 წლის ასაკში ოცნება აიხდინა - "ქართველი მანქანა" UFC-ის ჩემპიონია.
მედიაში აქტიურად იწერება, თუ ვინ უნდა იყოს ქართველი მებრძოლის მორიგი მეტოქე.
UFC-ს ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, რეალურია, რომ დვალიშვილის მომდევნო ოპონენტი უმარ ნურმაგომედოვი, რიკი სიმონი ან კვლავ ო'მალი (რემატჩი) იყოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ მერაბმა UFC-ში თავისი წაუგებელი სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.