"ილია ამას არ იმსახურებს" - რას ამბობს ვოლკანოვსკის მწვრთნელი თოფურიაზე » isport.ge
2 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ილია ამას არ იმსახურებს" - რას ამბობს ვოლკანოვსკის მწვრთნელი თოფურიაზე

როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია აქტიურად იწვევს მსუბუქი წონის ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ალექსანდერ ვოლკანოვსკის მწვრთნელმა, ჯო ლოპესმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ეს გენიალური ბრძოლა იქნება მაგრამ, ამისთვის 5 ან 6 სატიტულო დაცვა უნდა გქონდეს. როცა შენს დივიზიონს გაასუფთავებ, მაშინ შეგეძლება ზედა წონაში ასვლა. 

"შენ მსუბუქ წონაში საჩემპიონო ბრძოლა გინდა, როცა სხვები მეტად იმსახურებენ ამას. ილია ამას ჯერ არ იმსახურებს და ეს ყოველივე ურიგოდ მისვლას ჰგავს. 

"ჩემი აზრით, ეს უბრალოდ ადამიანის მოწოდებაა. ორმაგი ჩემპიონის ტიტული ყველას სურს, რადგან ეს ძალიან იშვიათია", - განაცხადა ლოპესმა.

ცნობისთვის, მახაჩევს მომდევნო ბრძოლა საქართველოში დაბადებულ სომეხ მებრძოლთან, არმან ცარუკიანთან მოუწევს.

Facebook კომენტარები