წლევანდელი ერთა ლიგის სეზონი საქართველოს და უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებებისთვის საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ჯგუფიდან გასასვლელად მათ კვლავ სჭირდებათ ქულების დაგროვება. ვინი სანიოლის გუნდის წინააღმდეგ წარსადგენად, სერგეი რებროვმა უკრაინელი ფეხბურთელების სრული სია წარადგინა.
საქართველოს ნაკრებთან შესახვედრად, ბათუმს უკრაინელების ეს 25 კაციანი შემადგენლობა ეწვევა:
მეკარეები: ბუშანი (დინამო კიევი), ლუნინი (რეალ მადრიდი), ტრუბინი (ბენფიკა).
მცველები: მატვიენკო (შახტარი), ბონდარი (შახტარი), ტიმჩიკი (დინამო კიევი), კონოპლია (შახტარი), ზაბარნი (ბორნმუთი), მიკოლენკო (ევერტონი), ტალოვიეროვი (ლინცი), ოლექსანდრ ზინჩენკო (არსენალი).
ნახევარმცველები: შაპარენკო (დინამო კიევი), ბრაჟკო (დინამო კიევი), სუდაკოვი (შახტარი), ზუბკოვი (შახტარი), გუცულიაკი (პოლესიე), ციგანკოვი (ჟირონა), კრისკივი (შახტარი), მუდრიკი (ჩელსი), კალიუჟნი (ოლექსანდრია), ნაზარენკო (პოლისიე), იეორ იარმოლიუკი (ბრენტოფრდი).
შემტევები/ფორვარდები: დოვბიკი (რომა), ვანატი (დინამო კიევი), იარემჩუკი (ოლიმპიაკოსი).