10 ნომებერს ჩვენი დროით ღამის 5 საათზე საბა ლობჟანიძის "ატლანტა იუნაიტედი" ლიონელ მესის "ინტერ მაიამის" დაუპირისპირდება.
გუნდებს შორის MLS-ის მერვედფინალური 2 შეხვედრა უკვე გაიმართა და ორი მატჩის ჯამში ფრე დასრულდა, ამიტომაც ისინი ბოლო გადამწყვეტ მატჩს გამართავენ.
საბას ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებულად კარგად გამოსდის.
ქართველს მესის "ინტერ მაიამისთან" ამ სეზონში ჩატარებულ 4 მატჩში 4 გოლი აქვს. მან პლეი-ოფის პირველ მატჩშიც გაიტანა.
"ატლანტას" ფანები მომავალ მატჩს სოციალურ მედიაში საინტერესოდ ეხმაურებიან:
"ლობჟანიძე მაგარ ფორმაშია, კიდევ ერთხელ გაუტანს მაიამის"
"ამ თამაშს ჭკვაინურად უნდა მივუდგეთ, დასაწყისში სისწრაფის ხარჯზე საბამ გაიტანოს და შემდეგ ყრუ დაცვა უნდა ვითამაშოთ"
"საბა მესის სახლში კიდევ ერთხელ გასაშვებად ემზადება"
"სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, მე პირადად ლობჟანიძის იმედი მაქვს".