3 კვირის და 1 დღის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ნეიმარი წარუმატებლად დაბრუნდა - ბრაზილიელმა ახალი ტრავმა მიიღო

ბრაზილიელი ვარსკვლავის მოედანზე დაბრუნებას გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ. ნეიმარს საკმაოდ ხანგრძლივი ტრავმა ქონდა და გუნდს სულ რაღაც 2 კვირის წინ შეუერთდა. იგი „ალ ჰილალის“ ძირითად შემადგენლობას აზიის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გამართული მატჩისთვის შეუერთდა. თუმცა, მისი მოედანზე დაბრუნება საკმაოდ წარუმატებლად დასრულდა.

„ესტეგლალის“ წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში ნეიმარს მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. მეტოქის საჯარიმოში შერბენისას მან ფეხის უკანა კუნთის დაჭიმულობა იგრძნო, რის გამოც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

გუნდს ნეიმარის ახალი ტრავმის ხანგრძლივობის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა მსგავსი ტიპის დაზიანების შემთხვევაში ფეხბურთელებს როგორც წესი საკმაოდ ბევრი თამაშის გამოტოვება უწევთ.

Facebook კომენტარები