დიდი მოულოდნელობა - რა გადაწყვეტილება მიიღო მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიასთან წაგების შემდეგ » isport.ge
2 კვირის და 4 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

დიდი მოულოდნელობა - რა გადაწყვეტილება მიიღო მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიასთან წაგების შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, UFC 308-ზე ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა.

“დალოცვილმა” რამდენიმე საათის წინ ექსკლუზიური ინფორმაცია გააჟღერა.

მაქს ჰოლოუეიმ მსუბუქ წონაში გადანაცვლება გადაწყვიტა. საგულისხმოა, რომ ჰავაელი მებრძოლი ქვემსუბუქი წონის ქამარს 2017-2019 წლებში ფლობდა, მას შემდეგ ის 3-ჯერ ალექსანდერ ვოლკანოვსკის, ერთხელ კი ილია თოფურიას წინააღმდეგ დამარცხდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მაქსმა BMF-ის ტიტული მსუბუქი წონით კატეგორიაში ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ მოიპოვა.

Facebook კომენტარები