როგორც მოგეხსენებათ, UFC 308-ზე ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამარის მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა.
“ელ მატადორმა” “დალოცვილი” მესამე რაუნდის ნოკაუტით დაამარცხა.
უკვე ცნობილი გახდა, თუ ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა UFC 308-ზე. ილია თოფურიამ სპონსპორებისგან და ორგანიზაციისგან 2 მილიონ 442 ათასი ამერიკული დოლარი მიიღო.
ხამზატ ჩიმაევს 1 მილიონ 521 ათასი დოლარი ერგო, მაქს ჰოლოუეიმ 1 მილიონ 282 ათასი დოლარი გამოიმუშავა.
რობერტ უიტეკერმა 916 ათასის მოგება შეძლო, კაგომედ ანკალაევს კი 411 ათასი დოლარი ერგო.
ცნობისთვის, “ელ მატადორის” მომდევნო მეტოქე ალექსანდერ ვოლკანოვსკი ან დიეგო ლოპესი იქნება.