3 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

აი, ეს არის ქართველი ქალი - რა უპასუხა ძმები თოფურიების დედამ დაღესტანელს, რომელმაც ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა

ილია და ალექსანდრე თოფურიების დედის პასუხი შარა მაგომედოვს, რომელმაც განაცხადა, რომ რომ არა რუსეთი, საქართველოს დაღესტანი დაიპყრობდა.

ჩემპიონის დედა შარა მაგომედოვის სიტყვებს გამოეხმაურა, სადაც შარამ დვალიშვილის ნათქვამ სიტყვებს (დაღესტანი რუსეთი არ არის) უპასუხა -

"რატომღაც ქართველებს რუსები არ უყვართ, არადა მათ ჩვენგან რუსეთი იცავდა, როცა თავს ვესხმოდით, ეტყობა ქართველები გეოგრაფიის და ისტორიის გაკვეთილს აცდენდნენ, რუსეთი რომ არა დღეს საქართველო დაღესტანის ნაწილი იქნებოდა."

"ჩვენ არავინ გვემეგობრება და გვეძმობა სამეზობლოში გულით.იცით რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მაღალი ინტელექტის,ყველაზე ვაჟკაცური ისტორიის,ყველაზე დაუჩოქებელი ერის იმიჯი გვაქვს და ეს უკვე სერიოზული არგუმენტია ჩვენს მტერს უფრო ყვარობდნენ ვიდრე ჩვენ !!!ასე იცის შურმა და ბოღმამ .არასრულფასოვნების კომოლექქს ვიწვევთ მათში .არადა მთელი ბრძოლა ვგულშემატკივრობდი,როგორც კარგ სპორცმენს და ყველაფერი გააფუჭა მისმა ისტორიის მასწავლებელმა🤦🏻‍♀️"

დაწერა ინგა ბენდელიანმა.

შარას სიტყვებს ასევე გურამ ქუთათელაძე გამოეხმაურა, "შენ ამ თემებზე საუბარს თავი დაანებე, სპორტსმენი ხარ, როცა შევხვდებით მაშინ ვისაუბროთ, ისტორიის გეოგრაფიის, რუსული ენის და ცხოვრების გაკვეთილზე." დაწერა გურამმა.

Facebook კომენტარები