როგორც მოგეხსენებათ, UFC 306-ზე მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ბრძოლა ჩაატარა და მსაჯების გადაწყვეტილები შონ ო'მალი დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ დანა უაითმა არაერთხელ აღნიშნა, რომ "ქართველი მანქანა" მომდევნო ბრძოლა უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ჩაატარებს, "შუგას" მწვრთნელი მაინც საინტერესო განცხადებას აკეთებს.
"ვფიქრობ, მერაბისა და შონის ბრძოლის ჩანიშვნას უნდა ველოდოთ. ეს რეალურია.
"გარკვეულ საკითხებს გამოვასწორებთ და ეს ჩხუბი სრულიად განსხვავებული იქნება", - თქვა ტიმ ველჩმა.