როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის ქვემსუბუქი წონის მსოფლიო ჩემპიონმა, ილია თოფურიამ შერეული საბრძოლო ხელოვნებების უდიდესი ვარსკვლავი, კონორ მაკრეგორი გამოიწვია.
ამ ყველაფერს ინგლისელი მებრძოლი, პედი პიმბლეტი გამოეხმაურა:
“თოფურია თუ მაკრეგორს სანტიაგო ბერნაბეუზე იწვევს, მაშინ მე მას ენფილდზე შევხვდები. მგონი ეს ვარიანტი დანა უაითსაც მოეწონება, თანაც გულშემატკივარიც ისიამოვნებს ამ დაპირისპირებით”. - განაცხადა პიმბლეტმა.
ცნობისთვის, ილიას და პედის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ, იქიდან გამომდინარე, რომ პიმბლეტმა საქართველოს დიდი შეურაცხყოფა მიაყენა.