9 თვის და 2 კვირის წინ
Giorgi Chanturia
Aa

მურად ფატიევი: “ბექართან მოგება მინდა”

როგორც მოგეხსენებათ, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 25 წლის აზერბაიჯანელი ძიუდოისტი, მურად ფატიევი ბოლო დროს ბრწყინვაკე ფორმაშია.

ახალგაზრდა სპორტსმენმა შინაურ კედლებში ბაქოს გრანდ სლემზე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

მურადმა AzeriSport-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ლაშა ბექაურზეც ისაუბრა:

“ასეც მოხდა, 2024 წლის ბაქოს გრანდ სლემზე ყველასთან ავიღე რევანში ვისთან მოგება მსურდა და ოქროს მედალიც მივიღე. 

ახლა კი ჩემი მთავარი მიზანი დიდებული ქართველი ძიუდოისტის ლაშა ბექაურის დამარცხებაა, რომელიც 2024 წელს ბაქოს გრანდ სლემზე არ გამოსულა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მას ფინალში შევხვდები და გავიმარჯვებ”. - განაცხადა ფატიევმა.

Facebook კომენტარები