გუნდები 2026 წლის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებენ. ქართველი ხელბურთელები ევროპული ტურნირის მე-3 ჯგუფში მოხვდნენ. მათი მეტოქეების ვინაობაც შესაბამისად უკვე გარკვეულია. ტიტე კალანდაძის გუნდი ისლანდიას, ბოსნია-ჰერცეგოვინას და საბერძნეთს დაუპირისპირდება.
ქართველი ხელბურთელები პირველ შეხვედრას 6 ნოემბერს გამართავენ, საბერძნეთში. მომდევნო მატჩში ისინი ისლანდიელებს უმასპინძლებენ, 10 ნოემბერს. 12-13 მარტს დაგეგმილია საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დაპირისპირება, ხოლო საპირისპირო მატჩი 15-16 მარტს ჩაინიშნება. ქართველები საბერძნეთს 7-8 მაისს უმასპინძლებენ, ხოლო 10-11 მაისს ისლანდიას ეწვევიან.
რვა ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილებული 32 გუნდის მონაწილეობით მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირი მაისამდე გასტანს. ევროტურნირის საგზურის მოპოვება ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებსა და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანს შეეძლება. მათ ასევე დაემატებათ ტურნირის მასპინძელი დანია, ნორვეგია და შვედეთი. ამასთანავე, მოცემულ სიაში ავტომატურად მოხვდება ევროპის მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთიც.