როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბერს აბუ დაბიში ილია თოფურია მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ქამარს დაიცავს.
ქართველი მებრძოლისთვის ჩემპიონის სტატუსით ეს პირველი ბრძოლა იქნება.
ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით UFC-ის პრეზიდენტმა, დანა ვაითმა კომენტარი გააკეთა:
"თოფურიასა და ჰოლოუეის ბრძოლას ერთი ძალიან ცუდი მომენტი ახლავს თან. ორივე მებრძოლი მომწონს და სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი მათგანი ოქტაგონს წაგებული დატოვებს. მაქსი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, BMF-ის ქამრის მფლობელი და უბრალოდ კარგი ადამიანი. ილია კი ნამდვილი როკვარსკვლავია"
"ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება. მეზიზღება იმ ფაქტზე ფიქრი, რომ ერთ-ერთი მათგანი დამარცხებული იქნება. რაც შეეხება ჩემს პროგნოზს, წარმოდგენა არ მაქვს, ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს“, - თქვა დანა ვაითმა.