1 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

სუპერკომპიუტერმა დაასახელა - როდის და რომელ რაუნდში დაამარცხებს თოფურია ჰოლოვეის

როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბერს აბუ დაბიში ილია თოფურია მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ქამარს დაიცავს.

ქართველი მებრძოლისთვის ჩემპიონის სტატუსით ეს პირველი ბრძოლა იქნება.

სუპერკომპიუტერმა ამ ბრძოლის შედეგი იწინასწარმეტყველა.

მისი თქმით, ამ ბრძოლაში ილია მეტოქეს ნოკაუტით მესამე რაუნდში დაამარცხებს და ქამარიც მასთან დარჩება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბრძოლას ჩვენი დროით 23;55 საათიდან უნდა ველოდოთ.

Facebook კომენტარები