4 საათის და 8 წუთის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ლუკა მაისურაძე ტატამის უბრუნდება - დისკვალიფიკაციის ვადა ამოიწურა

26 წლის სპორტსმენმა დისკვალიფიკაციის გამო ოლიმპიადა გამოტოვა. თუმცა, 16 ოქტომბერს მას დოპინგტესტზე ჩავარდნის გამო მინიჭებული დისკვალიფიკაციის ვადა ოფიციალურად გაუვიდა. დისკვალიფიკაციის ხანგრძლივობაზე გავლენა მოახდინა დროებითი დისკვალიფიკაციის პერიოდმაც, რომლის ვადაც 50 დღეს შეადგენდა.

ლუკა მაისურაძე ტატამიზე ბოლოს 2023 წლის დეკემბერში გამოვიდა, ტოკიოს გრანდ სლემის ფარგლებში. ამჯერად, 1 წლის შემდეგ იგი აქტიურ სპორტს რომში, ევროპის ღია პირველობაზე ასპარეზობის სახით დაუბრუნდება. 

ქართველი ძიუდოისტი 9-10 ნოემბერს დაგეგმილი ტურნირის მეორე დღეს დაიწყებს ასპარეზობას. 

Facebook კომენტარები