მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი - ქართველი მოჭიდავეების მეტოქეები ცნობილია » isport.ge
4 კვირის და 1 დღის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი - ქართველი მოჭიდავეების მეტოქეები ცნობილია

23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის. აღნიშნულ ტურნირზე წარმატებით გამოსვლას განაგრძობენ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებიც. განსაკუთრებით გამოსარჩევია 67 კგ.-კატეგორიაში მოასპარეზე დიეგო ჩხიკვაძისა და 72 კგ-კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ჩხიკვაძის შედეგები.

დიეგო ჩხიკვაძემ ფინალისკენ მიმავალ გზაზე ფრანგი გუენდეს ნიფრი, მოლდოველი ალექსანდრ გურალი და სომეხი საჰაკ ჰოვანისიანი და ნეიტრალური ათლეტის რანგით მოასპარეზე რუსი დანიალ აგაევი დაამარცხა. იგი ფინალში ყირგიზი რაზაკ ბეიშეკეევის წინააღმდეგ იბრძოლებს ოქროს მოსაპოვებლად.

ფინალში ბრძოლის უფლების მოსაპოვებლად გიორგი ჩხიკვაძემ პოლონელი პიოტრ სტოლარჩიკი, ბერძენი არიონა კოლიცოპულოსი, რუსი იმრან ალიევი და ყირგიზი ადილხან ნურლანბეკოვი დაამარცხა. ფინალში მისი ოპონენტი სომეხი შანტ ხაჩატრიანი იქნება.

Facebook კომენტარები