საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა უცხოურ მედიასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"ამ მომენტში კონცენტრირებული ვარ, რომ ჩემს გუნდს ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარო.
"კალენდარში არ გაგვიმართლა, რადგან თავიდანვე ისეთ გუნდებთან თამაში მოგვიწია, როგორებიც ბარსელონა, ატლეტიკო და ატლეტიკი არიან.
"რა თქმა უნდა, ლივერპულის პროექტით მოვიხიბლე, როცა კლუბის წარმომადგენელები შემხვდნენ.
"სასტარტო მეკარეობისთვის ვიბრძოლებ, მაშინაც კი თუ ახლანდელი მეკარე, ალისონი გუნდს არ დატოვებს", - თქვა მამარდაშვილმა.