მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, კრიშტიანუ რონალდუ იხსენებს თუ როგორ აიღო "მანჩესტერ იუნაიტედში" 7-ნომრიანი მაისური:
"მახსოვს, როდესაც "მანჩესტერში" გადავედი 28-ნომრიანი მაისური ვითხოვე, რადგან ეს ის ნომერია რაც "სპორტინგში" მეცვა, მაგრამ ფერგიუსონი მოვიდა და მითხრა: არა შენ 28 ნომერს არ აიღებ, შენ 7 ნომრით ითამაშებ"
"ამის შემდეგ ცოტა შემეშინდა, რადგან როგორც იცით ეს ნომერი კლუბში ლეგენდებს ეკუთვნით, ბექემს, კანტონას და ა,შ,"
"მაგრამ მე ვთქვი, კარგი მივიღებ ამ გამოწვევას და ამის შემდეგ 7 ჩემი იღბლიანი ნომერია", - თქვა კრიშტიანუმ.