1 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

"ეს მოგვეწონა, შემდეგში, როცა ალბანეთში ჩამოხვალთ...", - როგორ ეხმაურებიან ალბანელი ქომაგი საქართველოსთან გამარჯვებას

ალბანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე საქართველოსთან მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. სილვინიოს გუნდმა თბილისში 1:0 გაიმარჯვა, ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და საქართველოს გაუთანაბრდა.

ალბანელი ქომაგები მატჩის შემდეგ ბედნიერი ჩანდნენ. ისინი კმაყოფილები დარჩნენ ქართველი ქომაგების ქცევითაც, როცა მათ ჰიმნს არ დაუსტვინეს და პირიქით, ტაშით შეხვდნენ.

„მნიშვნელოვანი 3 ქულა, ჯგუფიდან უნდა გავიდეთ“.

„ყველაფერი ახლა იწყება, ნაკრებმა კბილები გამოაჩინა“.

„ძლიერი საქართველო მიწაზე დავუშვით, მათ არაფრის შანსი არ ჰქონიათ“.

„მოგვეწონა ჰიმნზე პატივისცემა, შემდეგში კარგ დახვედრას მოგიწყობთ“.

„წინ ნოემბრის მაგარი მატჩებია, უნდა გავიდეთ“.

„მათი ლიდერები უბრალოდ გავაშეშეთ“.

Facebook კომენტარები