როგორც მოგეხსენებათ, უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მე-3 ტურში საქართველო მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ლეგენდარული ანდრეი შევჩენკო გამოეხმაურა.
"მადლობა ბრძოლისთვის! დიდება უკრაინას!", - წერს უკრაინელი.
აქვე გეტყვით, რომ მიუხედავად მარცხისა, ჩვენი ნაკრები ჯგუფში პირველობას მაინც ინარჩუნებს, ხოლო უკრაინელები 3 ქულით მე-4 პოზიციას იკავებენ.