როგორც მოგეხსენებათ, 14 ოქტომბრეს “მიხეილ მესხის სახელობის” სტადიონზე საქართველოს ნაკრები ალბანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
ალბანელმა ფეხბურთელმა მატჩის წინა პრესკონფერაციაზე აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით საინტერსო კომენტარი გააკეთა:
“ვიცოდით, რომ ჩეხეთი თავიდანვე აგრესიულად შემოგვიტევდა. მოწინააღმდეგე ხშირად უხეშობდა და ფიზიკურ ორთაბრძოლებში ხისტი იყო. თამაშის სადავეებს მე-15 წუთიდან ვფლობდით, თუმცა სამწუხაროდ, გოლი ვერ გავიტანეთ.
რაც შეეხება უკრაინა - საქართველოს მატჩის შედეგს, ამან იმედი მოგვცა, რომ დასრულებული არაფერია. ვიმედოვნებთ, რომ ქართველებს იმ გოლებს გავუტანთ, რომლებიც დღეს ვერ გავიტანეთ”, - განაცხადა ნედი ბაირამი.