1 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"გპირდებით, თუ საქართველოს დავამარცხებთ, მე ნაკრების ბიჭებს..." - რას წერს უკრაინელი ფანი დიდი მატჩის წინ

მოგეხსენებათ, 11 ოქტომბერს ერთა ლიგის მესამე ტურში ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

უკრაინელები ჯგუფში თავიანთ პირველ გამარჯვებას ელიან, ხოლო ჩვენ ზედიზედ მესამე შეხვედრის მოგება გვსურს.

ამ მატჩთან დაკავშირებით ერთ-ერთი უკრაინელი ფანი სოციალურ მედიაში საინტერესო პირობას აქვეყნებს:

"საჯაროდ ვდებ პირობას, რომ თუ ჩვენ საქართველოს ნაკრებს დავამარცხებთ, მე მთლიან გუნდს რესტორანში დავპატიჟებ და ხარჯებს საკუთარ თავზე ავიღებ, რა თქმა უნდა, მწვრთნლებიც უნდა წამოვიდნენ. იმედია გავიმარჯვებთ და ჩემს შეთავაზებას დათანხმდებიან", - წერს უკრაინელი ფანი სოციალურ ქსელში.

Facebook კომენტარები