რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში, თავისუფალი ჭიდაობის კლუბი, სახელად "შოვი", დაარსდა.
ამ კლუბის დაარსებაში უდიდესი როლი ეკუთვნის გიორგი მეშვილდიშვილს, ბიჭს, რომელიც ოლიმპიურ ასპარეზზე აზერბაიჯანის სახელით გამოდის.
ის 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალში გენო პეტრიაშვილთან დამარცხდა და დაჯილდოვებისას საქართველოს ჰიმნზე მასაც ედო გულზე ხელი.
ასევე ცნობილია, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიისას გიორგი დაშავებულებს პირადად ეხმაებოდა.