როგორც მოგეხსენებათ, UFC 307-ზე საშუალო წონის ბრძოლაში რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
აღნიშნული ბრძოლის შემდეგ რომანი რეიტინგში დაწინაურდა.
“კავკასიელმა” 10-ეულში ადგილი გაიმყარა. რომანი საშუალო წონის რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-9 პოზიციას იკავებს.
ცნობისთვის, რომან დოლიძეს მომდევნო ბრძოლის ჩატარება ხამზატ ჩიმაევსა და რობერტ უიტეკერს შორის გამარჯვებულს შორის სურს.