8 თვის და 2 კვირის წინ
Giorgi Chanturia
Aa

ო’მალი ადასტურებს! - შონი მერაბ დვალიშვილს დაუპირისპირდება

როგორც მოგეხსენებათ, UFC 299-ზე გამარჯვების შემდეგ სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი, შონ ო’მალი ახალი მეტოქის მოლოდინშია.

მან თავდაპირველად ილია თოფურია გამოიწვია, თუმცა ამჯერად ამერიკელი მებრძოლი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლაზე თანახმაა:

“ჩემი დაპირისპირება მერაბთან უდიდესი ღონისძიება იქნება UFC-სთვის. ეს ბრძოლა კარგად გაიყიდება. მას 10 მოგებიანი სერია აქვს, მე კი მისი ბიძაშვილი დავანოკაუტე. UFC 306-ზე ეს დაპირისპირება ლეგენდარული გახდება”. - განაცხადა ო’მალიმ.

ცნობისთვის, მერაბმა ბოლო 3 შეხვედრაში სუპერმსუბუქი წონის 3 ყოფილი ჩემპიონი: ჟოზე ალდო, პიოტრ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

Facebook კომენტარები