სულ რაღაც 19 დღე დარჩა მაქს ჰოლოუეისა და ილია თოფურიას ბრძოლამდე. ქართველი საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს, ამის მიუხედავად, ილია არ გაურბის მსუბუქი წონის ჩემპიონზე, ისლამ მახაჩევზე საუბარს. ინსტაგრამ ლაივში თავის ფანებს შორის საუბრისას, ერთმა გულშემატკივარმა ჩემპიონს ჰკითხა მისი გეგმების შესახებ - მომავალში დაღესტნელთან დაპირისპირების თემაზე
ეს უკვე ბევრჯერ მკითხეს. მალე მახაჩევიც იქნება. იმედი მაქვს ეს მაქს ჰოლოუეისთან ჩხუბის შემდეგ მოხდება. მინდა, რომ ეს ბრძოლა შედგეს.
მსუბუქ წონაში ასვლა ერთხელ უკვე მოვახერხე და ამას ახლაც ვიზამ, რატომაც არა? ისლამი დიდებული მებრძოლია, რომელიც ხან ბევრს ლაპარაკობს, ხან კი არა.
- განაცხადა ილია თოფურიამ
26 ოქტომბერს, 27 წლის ქართველი მებრძოლის მეტოქე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი მაქს ჰოლოუეი იქნება, რომელიც წარსულში ამავე წონის ჩემპიონის ტიტულს უკვე ფლობდა. თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი აბუ დაბიში შედგება.