საქართველოს დრიფტის სერიის ჩემპიონატი ოფიციალურად დასრულდა. სერიის მე-5 ეტაპი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩატარდა. betlive Racing Season - Drift Series-ის ბოლო ეტაპი გიორგი კოდუას გამარჯვებით დასრულდა, თუმცა იგი საერთო ჯამში სერიის ჩემპიონს 9 ქულით ჩამორჩა.
ხუთიდან სამი სერიის მოგების შედეგად, წლევანდელი გათამაშების ჩემპიონი ირაკლი შალიკაშვილი გახდა. მან ჯამში 3 რბოლის მოგების შედეგად 427 ქულა დააგროვა. ქულების მიხედვით, ჩემპიონატის მესამე ადგილი გიორგი გრიგალაშვილმა დაიმსახურა.