ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ლევან კირთაძე შვედეთში საჩემპიონო ქამრის მოსაპოვებლად იბრძოლებს. ჩხუბი ორგანიზაცია Battle of Botnia-ს ეგიდით გაიმართება.
ორგანიზაციის ქამრის მოპოვების მიზნით ქართველი მებრძოლი ფინელ ედვარდ უოლსს დაუპირისპირდება. კირთაძის ოპონენტს კარიერის განმავლობაში 23 ბრძოლა აქვს გამართული, რის ფარგლებშიც 13 მოგება და 10 მარცხი აქვს ანგარიშზე.
სატიტულო ბრძოლა უმეაში, 7 დეკემბერსაა დანიშნული.