მოგეხსენებათ, ლა ლიგის 28-ე ტურში მადრიდის "რეალმა" "სელტა ვიგოს" უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. მატჩის შემდეგ სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების სხვადასხვა შეკითხვებს უპასუხა:
"ყველა თამაში მნიშვნელოვანია, შეიძლებოდა, რომ ეს მატჩი ერთგვარი მახე ყოფილიყო, თუმცა მარტივი გამოდგა".
"ვინის ვუთხარი, რომ ის საუკეთესოა. შემდეგ იგივე ნაჩოს და რუდიგერს გავუმეორე".
იტალიელმა ასევე არდა გიულერის სადებიუტო გოლზეც გააკეთა კომენტარი:
"არდა გიულერს მომავალ აქ, "რეალ მადრიდში" ნამდვილად აქვს".
"მოდრიჩმა მაგარი მატჩი ჩაატარა. ფანები მას იმიტომ არ უკრავენ ტაშს, რომ მისი ბოლო თამაშებია, ისინი ამას ხორვატის ბრწყინვალე პერფორმანსების გამო აკეთებენ".