2 თვის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

დორტმუნდის ჯარიმების კატალოგი დაილიქა - ვის რისი გადახდა მოუწევს

ბორუსიელები ფეხბურთელების მიერ წესების დაცვის საკითხს საკმაოდ სერიოზულად უდგებიან. ახლახან შემთხვევით გამოქვეყნდა გერმანული კლუბის მიერ შედგენილი ჯარიმების კატალოგი. მისი მიხედვით, „დორტმუნდის“ შემადგენლობაში მყოფ ფეხბურთელებს სხვადასხვა დარღვევების სანაცვლოდ კონკრეტული თანხების გადახდა მოუწევთ.

2023/24 სეზონის ჯარიმების კატალოგის მიხედვით, „ბორუსიას“ შემადგენლობის წევრები დაგეგმილ ღონისძიებაზე ყოველი 1 წუთის დაგვიანების სანაცვლოდ 100 ევროს გადაიხდიან, ხოლო ივენთის მთლიანად გაცდენის სანაცვლოდ 5000 ევროს.

მატჩის დღეს ყოველი 1 წუთის დაგვიანება 3000 ევროიან ჯარიმას უდრის, ხოლო საავტოგრაფო ბარათებზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ფეხბურთელები 2000 ევროთი დაჯარიმდებიან. 

ფეხბურთელებს ასევე 250 ევროს გადახდა მოუწევთ იმ შემთხვევაში, თუკი აწონვის სესიაზე არ გამოცხადდებიან.

Facebook კომენტარები