5 დღის და 21 1 საათის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ითამაშებს თუ არა კურტუა ბარსას წინააღმდეგ? - ტრავმის ვადა ცნობილია

ლა ლიგის მერვე ტურში „ატლეტიკოს“ და „მადრიდის რეალის“ მატჩის დროს ტიბო კურტუამ მძიმე დაზიანება მიიღო. 32 წლის მეკარემ მარცხენა ფეხის უკანა კუნთი დაიზიანა, რის გამოც გუნდს რამდენიმე კვირით გამოაკლდება.

უახლესი ინფორმაციის თანახმად, ბელგიელი ფეხბურთელი „რეალის“ დახმარებას კიდევ 3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. საბედნიეროდ, მისი რეაბილიტაციისთვის ოპერაციის გაკეთება არ გახდა საჭირო.

კურტუა გუნდს მინიმუმ ოქტომბრის სანაკრებო პაუზის განმავლობაში გამოაკლდება. აღნიშნულ პერიოდში „მადრიდის რეალი“ „ლილს“ და „ვილიარეალს“ უნდა დაუპირისპირდეს. კლუბთან დაახლოებული პირების ვარაუდით, კურტუა „სელტასთან“ გასამართი თამაშისთვის შესაძლოა მზად იყოს. აღნიშნული კვირის შემდეგ „რეალს“ „ბარსელონასთან“ უწევს შეხვედრა. შესაბამისად, ლიგის აღნიშნულ პერიოდში კურტუა სავარაუდოდ უკვე გუნდთან ერთად იქნება.

Facebook კომენტარები