როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბერში ილია თოფურია UFC 308-ზე აბუ დაბიში მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ ქამარს დაიცავს.
მერაბ დვალიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, დაესწრება თუ არა ის ქართველის ამ ბრძოლას:
"რა თქმა უნდა, აბუ-დაბიში ილიასთან ერთად ვიქნები... პირველ რიგში ვიჯდები და ბოლო ხმაზე ვიღრიალებ", - თქვა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბრძოლად კონკრეტულად 26 ოქტომბერს გაიმართება.