რამდენიმე დღის წინ ილია თოფურიამ ლეგენდარულ კონორ მაკრეგორზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.
კერძოდ, ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გამო ირალნდიელმა უღალატა თავის ღირებულებებს და ახლა ისეთი აღარაა, როგორსაც ვიცნობდით.
ამ განცხადებაზე კი კონორმა ქართველს პასუხი დაუბრუნა.
"შენ პატარა ნა***ვარო, ყბას მოგტეხავ, როცა გნახავ", - ამბობს მაკრეგორი.
აქვე გეტყვით, რომ ილიამ ასევე აღნიშნა, რომ ის კონორზე არ ფიქრობს და მიიჩნევს, რომ მას წინ ბევრად მნიშვნელოვანი ბრძოლები ელის.