როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის ახალი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ჰყავს. უკვე აქტიურად იწერება მედიაში, თუ ვისთან დაიცავს ქამარს “ქართველი მანქანა.”
კერძოდ, უმარ ნურმაგომედოვი ცდილობს, რომ დანა ვაითმა ის და მერაბი ერთმანეთს ოქტაგონზე შეახვედროს, მაგრამ ყველაფერი სულ სხვანაირად წარიმართა.
23 ნოემბერს UFC-ის ქარდზე ერთმანეთს ორი ყოფილი ჩემპიონი: პიოტრ იანი და დევისონ ფიგურედო დაუპირსპირდებიან. ხოლო მათ შორის გამარჯვებული დიდი ალბათობით, მერაბ დვალიშვილს შეხვდება.
აქვე გეტყვით, რომ პიოტრ იანი და “ქართველი მანქანა” აქამდე ერთმანეთს უკვე შეხვდნენ, სადაც მერაბმა რუსი მებრძოლი 5 რაუნდოან ბრძოლაში უბრალოდ გაანადგურა.