8 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ისევ გაურბის მერაბს - რა თქვა შონ ო'მალიმ საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ

UFC 299-ის მთავარ ღონისძიებაში სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა შუგა შონ ო'მალიმ მარლონ ჩიტო ვერა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა. 

ბრძოლის შემდეგ ო'მალიმ ერთმნიშვნელოვნად არ თქვა, რომ მას სურს მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა. ამერიკელის განცხადებით, პირად თვითმფრინავს ითხოვს, რათა ესპანეთში გადაფრინდეს და ილია თოფურიას შეებრძოლოს ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის. 

შეგახსენებთ, რომ ჰენრი სეხუდოს დამარცხების შემდეგ UFC-ის პრეზიდენტმა, დანა ვაითმა თქვა, რომ დვალიშვილის შემდეგი ბრძოლა საჩემპიონო იქნება.

Facebook კომენტარები