გასული ზაფხულიდან მედიაში აქტიურად იწერება, რომ მადრიდის "რეალი" "ლილის" ცენტრალური მცველის, ლენი იოროს დამატებითაა დაინტერესებული.
როგორც "Marca" იუწყება 18 წლის ფეხბურთელს "ბლანკოსში" თამაში სურს და ამის შესახებ მისმა კლუბმა მადრიდელებს უკვე აცნობა.
მიმდინარე სეზონში, იორო სტაბილურად თამაშობს. მას 27 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 2 გოლის გატანაც მოახერხა.
ცნობისთვის, მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს, "ლილთან" კონტრაქტი კი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.