როგორც მოგეხსენებათ, UFC 306-ზე მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი შონ ო’მალი უშანსოდ დაამარცხა და ქამარი დაისაკუთრა.
მერაბი მისი მომდევნო სავარაუდო მეტოქის, უმარ ნურმაგომედოვის თაობაზე უკამყოფილებას გამოთქვამს, თუმცა მზად არის მას დაუპირისპირდეს.
უმარს ტოპ 15-ის ერთადერთ მებრძოლთან აქვს შეხვედრა მოგებული.
უმარმა ამ ყველაფერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
“როცა მერაბის მეგობარი თოფურია 6 ზედიზედ მოგების და TOP 5-ში მხოლოდ ერთი ბიჭის - ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ ტიტულზე იბრძოდა, არ მახსოვს, რომ მერაბი ასეთ "უსამართლობას" აპროტესტებდა”. - განაცხადა მერაბ დვალიშვილი.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 11 შეხვედრა აქვს მოგებული.