სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი UFC 307-ზე აღარ იასპარეზებს.
ამის შესახებ თავად იამაიკელმა მებრძოლმა საჯაროდ განაცხადა.
"სოლტ-ლეიკ-სიტის UFC 307-ზე ვერ ვიასპარეზებ. სპარინგში ტრავმა მივიღე - ოპერაცია არ დამჭირდება - და UFC სამედიცინო პერსონალმა შემატყობინა, რომ ბრძოლისთვის სათანადო ფორმაში ვერ ვიქნებოდი.
"ღეროვანი უჯრედების თერაპიაც ვცადე, პაუზაც ავიღე, UFC Performance Institute-ის გუნდის დახმარებით მაქსიმალურად ვეცადე, რეაბილიტაცია მომესწრო… თუმცა, სამწუხაროდ, ჩემი კონტროლს მიღმაა", - ამბობს სტერლინგი.