ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა "MovistarFutbol"-თან ინტერვიუ ჩაწერა.
ესპანელმა მადრიდის "რეალის" შესახებ რამდენიმე კომენტარი გააკეთა. მან კილიან მბაპეს ტრანსფერზეც ისაუბრა:
"რეალი" ერთადერთი ესპანური გუნდია, რომელსაც აქვს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, რომელსაც მბაპეს ყიდვა შეუძლია", - თქვა ტებასმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ კილიან საკუთარ გუნდთან კონტრაქტი 2024 წელს ეწურება. "ბლანკოსში" გადასვლის შემდეგ კი მისი ხელფასი განახევრდება.