როგორც მოგეხსენებათ, UFC 306-ზე მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი უშანსოდ დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაუეფლა.
ბრძოლის შემდეგ ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა მერაბის შესახებ ისაუბრა:
“იმ საღამოს ყველა მეუბნებოდა, რომ შონ ო’მალი საკუთარ თავს არ ჰგავდა. არ მინდა მერაბის მიღწევა დავაკნინო, მაგრამ იმას ვამბობ, რომ ყველა ასე ფიქრობდა”. - განაცხადა უაითმა.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი დიდი ალბათობით, ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.