3 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

დიდხნიანი დისკვალიფიკაცია - რა სასჯელი ემუქრება ლაშა ბექაურს

ცნობილი გამოცემა "JudoInside" ძიუდოისტებზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, სერბი ძიუდოისტი, ნემანია მაიდოვი ტატამიზე შესვლამდე პირჯვრის გადაწერის გამო 5-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. 

როგორც ირკვევა, პირჯვარს ასევე ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაურიც იწერდა, რომელსაც შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. 

ასევე აღსანიშნავია, რომ მაიდოვს 2018 წლის აპრილსა და 2022 წლის თებერვალში ამავე მიზეზით გაფრთხილებები ჰქონდა მიღებული. 

წესდებით, რელიგიური ჟესტები IJF-ის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლით იკრძალება. 


Facebook კომენტარები